"გულწრფელად მინდა გითხრათ, მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით, ის, რომ ყაზახური მმართველობა შევიდეს, რადგან ჩვენ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით", ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ყაზახური მხარის მენეჯმენტში დაბრუნების.
"გარკვეული პრობლემები იყო ფინანსთა სამინისტროებს შორის და ზუსტად ამ დეტალებზე არის მოლაპარაკებები. მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს დარეგულირდება და არბიტრაჟურ დავამდე არ მივა საქმე", - განაცხადა კალაძემ.
კომპანია "ყაზტრანსგაზმა" ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. აღნიშნული ინფორმაცია ყაზახურ მედიაში, კომპანია "ყაზტრანსგაზზე" დაყრდნობით გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.