დიდი ბრიტანეთის მინისტრი ვენდი მორტონი აცხადებს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა
02-11-2020, 08:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში მინისტრი, ვენდი მორტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს „თვითერის“ პირად გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

 


„გაერთიანებული სამეფო ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.

 


მოვუწოდებთ მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს გლობალურ, საგარეო მისწრაფებებთან”,- აცხადებს ვენდი მორტონი, რომლის განცხადებასაც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი