„ევროპული საქართველო“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებსა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა „ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.“
„არჩევნები, სადაც პარტიული სახელმწიფო იყო ჩართული, ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად. ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს მანდატებზე, „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში და არც მეორე ტურებში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ამის ლეგიტიმაცია ჩვენგან ვერ მოხდება. იმედია, სხვა ოპოზიციური პარტიებისგანაც ძალიან სწრაფად მოვისმენთ მათ შეფასებასა და პოზიციას“, - განაცხადა დავით ბაქარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.