გიგი უგულავა: ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავს
02-11-2020, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი გაყალბებულია და არალეგიტიმურობის გამო მალე ჩამოიშლება.

 

 

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაა, სრული ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტს.

 


„დღეს, აი ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა, ნიშნავს პირდაპირ არა პარლამენტში შესვლას, არამედ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება არის - სრული ბოიკოტი გამოუცხადოს ამ პარლამენტს. არც ერთი ჩვენთაგანი არ მიიღებს იმ გადმოგდებულ მანდატებს იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი: პირველი, რასაც ვითხოვთ პატიოსანი და სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები, სხვა შემთხვევაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი თავისი არალეგიტიმურობის და აბსურდულობის გამო აუცილებლად ძალიან მალე ჩამოიშლება,“ - აცხადებს გიგი უგულავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი