„ქართული მარშის“ წევრი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნებიდან“ დაუკავშირდნენ და საპროტესტო აქციების შეწყვეტის სანაცვლოდ, ხმების გაზრდა და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა შესთავაზეს.
„ეს იყო მასობრივი გაყალბება, ამის თვალნათელი მაგალითი არის ახალციხის საარჩევნო ოლქში, როდესაც ჩვენმა წარმომადგენელმა 283 ხმა აიღო, ხოლო მეორე დღეს იგივე ხმები გადაუწერეს პირდაპირ „ქართული ოცნების“ კანდიდატს და შემოგვითვალეს -თქვენ ხმები აღარ გჭირდებათ და ჩვენ გვჭირდება, რომ პირველ ტურში გავიმარჯვოთო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თუ გავჩერდებით არჩევნების გაყალბებაზე, ერთ პროცენტიან ბარიერს გადაგვალახინებენ, რადგან ძალიან ცოტა ხმა გვჭირდება ჩვენ იმისთვის, რომ 1%-იანი ბარიერი გადავლახოთ.
ერთი რამ იცოდეს ყველამ, „ქართულ მარშს“ კი უძახდნენ სატელიტს, მაგრამ არასდროს არავის სატელიტი არ ყოფილა და თავის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს,“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.