საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტში ახალი ხიბულა-ნარაზენის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო ობიექტზე, მინისტრის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდნენ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულას მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და ის უმოკლესი გზით აკავშირებს ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს.
სარეაბილიტაციო გზა თითქმის სრულად იყო ამორტიზებული და გზით მოსარგებლეებს მასზე გადაადგილება წლების მანძილზე დისკომფორტს უქმნიდა.
გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და ამ დროისათვის, 5 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ–ბეტონის საფარის მოწყობის, წყალგამტარი მილებისა და ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასევე, მოწესრიგდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინათ დაიწყო და მისი დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მლნ. 246 ათასი ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.