ოპოზიცია ასეთი ერთსულოვანი არასდროს ყოფილა, რადგან ყველას კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, რასთან გვაქვს საქმე, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თანაგუნდელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
„ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რომელიც ჩვენმა ისტორიამ წინ დაგვიდო, რა თქმა უნდა, ერთსულოვანია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი. ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და არ შევალთ პარლამენტში. ეს არის უპირობო გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ გუშინ ვაცხადებდით, მაგრამ ახლა გვსურს, რომ ერთიანი განცხადება გავაკეთოთ. მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, ჩემო ძვირფასებო, ჩვენს წინაშეა დიდი გამოწვევები, ახლა უნდა გადავწყვიტოთ ან უნდა ავაშენოთ დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, ან ვაბარებთ ამ სახელმწიფოს ივანიშვილის რეჟიმს. მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, არ ვაპირებ არც ერთი წამი უკან დავიხიო.
ჩვენ ვიქნებით ქუჩაში, ვიქნებით ყველგან, სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ყველას გთხოვთ, კვირას საერთო ეროვნული შეკრება უნდა გავმართოთ. ყველა უნდა შეიკრიბოს, როგორც თბილისი, ისე რეგიონები. ახლა წყდება საქართველოს ბედი. თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია ასეთი ერთსულოვანი არასდროს ყოფილა. იმიტომ, რომ ყველას კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან , ქართული დემოკრატიის დასამარებასთან. საქმე გვაქვს უმძიმეს სიტუაციასთან, რომელიც ხვალ და ზეგ გველის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.