გელა ჩარკვიანი: ასაკი რომ ხელს მიწყობდეს, დავაარსებდი ორ არასამთავრობო ორგანიზაციას
03-11-2020, 09:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასაკი რომ ხელს მიწყობდეს, დავაარსებდი ორ არასამთავრობო ორგანიზაციას. პირველს „ორპარტიულ საქართველოს“ დავარქმევდი. ეს NGO მიზნად დაისახავდა საქართველოში ორპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას, მემარჯვენე-ცენტრისტული და მემარცხენე-ცენტრისტული იდეოლოგიური შიგთავსით. იმავდროულად მოხდებოდა ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების წამოწევა (consciousness raising), რათა ამ პარტიულ იდეოლოგიებს გაუჩნდეთ ნამდვილი მიმდევრები, განათლებული ელექტორატი. იმისათვის, რომ ორპარტიულობის შენარჩუნება შესაძლებელი გახდეს, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი სახის გადატრიალებები თუ რევოლუციები, რომლებიც არსებულ პარტიებს ანადგურებენ და ქვეყანას უკლებლივ ერთპარტიულ მმართველობას ახვევენ თავს. „საქართველო რევოლუციების გარეშე“ – დაახლოებით ასეთი დასახელება მისაღები იქნებოდა ამ არასამთავრობოსათვის. ის დაეხმარებოდა პოლიტიკური რიტორიკის ტემპერატურის დაბლა დაწევას, პოლიტიკური დისკურსიდან „ესქატოლოგიური“ ელემენტის ამოკვეთას, რაციონალური განსჯის დანერგვას, განვითარების ევოლუციური გზის სიკეთეთა გააზრებას. სხვა NGO-ებთან ერთად მონაწილეობას მიიღებდა სამართლიანი არჩევნების პროპაგანდასა და მონიტორინგში.

 


ორპარტიულობა სულაც არ გულისხმობს ორი ძლიერი პოლიტიკური სუბიექტის მარადიულობას. ეს ნიშები მომავალში შეიძლება სხვა ძალებმა დაიკავონ. ვიგების (ლიბერალების) ადგილი ინგლისში მეოცე საუკუნეში ლეიბორისტებმა დაიკავეს. ვიგების სახეცვლილი შთამომავლები დღეს ტორების კოალიციური პარტნიორები არიან და ორპარტიულ სისტემაში ერთგვარი დამატების როლს თამაშობენ. დაახლოებით ისე, როგორც თავისუფალი დემოკრატები გერმანიაში. ორპარტიულობა, ბუნებრივია, არ ზღუდავს პლურალიზმს და გულისხმობს სხვა უფრო მცირე პარტიებისა და არაკანონსაწინააღმდეგო უკიდურესი იდეოლოგიების არსებობას, ისეთების, როგორიცაა საფრანგეთში FN. მაგრამ alas, დავბერდი და კლავიშების ღუტუნს ვამჯობინებ.

 

 

გელა ჩარკვიანი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი