ირაკლი სესიაშვილი: „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ჩვენ მედიის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს
06-10-2015, 04:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი -2“ საუბრობს იმაზე იმ ფორმით და იმ სახით, რაც მას აწყობს და სჭირდება პოლიტიკურად – ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი გუშინ გადაცემა „არჩევანში“ პრეზიდენტის მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.


როგორც მან აღნიშნა, ტელევიზიის წილს ერთი ადამიანი ითხოვს და სახელმწიფო არაფერ შუაში არაა.


„რუსთავი 2“-ს რაც აწყობს, იმიტომ რომ მის უკან პოლიტიკური ინტერესები დგას, საუბრობს იმაზე იმ ფორმით და იმ სახით, რაც მას აწყობს და სჭირდება პოლიტიკურად. აქ ჩვენ მედიის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს საქმე ბიზნესინტერესებთან. ერთი ადამიანი ითხოვს თავის წილს. სახელმწიფო არაფერ შუაში არაა. მე მგონი, თქვენი სიტყვის თავისუფლებას აქ მე არ ვზღუდავ, პირიქით, რიგ შემთხვევაში, თქვენ უფრო არღვევთ ჩემი, როგორც მოქალაქის, პოლიტიკოსის ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი