კახა კალაძე: „ერთადერთი ადამიანი, ვისაც დღეს ქვეყანაში რევოლუციური, დაპირისპირების გზით უნდა შემოიტანოს დესტაბილიზაცია, არის მიხეილ სააკაშვილი“
03-11-2020, 10:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთადერთი ადამიანი ვისაც დღეს ქვეყანაში უნდა შემოიტანოს დესტაბილიზაცია, არეულობა, ერთმანეთს დააპირისპიროს საზოგადოება, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კარგად ხვდება, რომ ის არჩევნებით ხელისუფლებაში უმრავლესობით ვერ მოვა და ცდილობს რევოლუციური, დაპირისპირების გზით როგორმე ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „იმედის კვირის“ ეთერში.

 

 

„სანამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში იდევნებოდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები, ან ვინმემ ხელი შეუშალოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ყველას აქვს უფლება მოაწყოს მიტინგები, აქციები, გამოხატოს წყენა სხვადასხვა ფორმით, მაგრამ თუკი ვინმე შეეცდება ქვეყანაში არეულობის შემოტანას და გასცდება კანონის ჩარჩოებს, სახელმწიფოს მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმშვიდე , მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი