პოლონეთის საგარეო უწყება აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების სწრაფად და ეფექტიანად ორგანიზებასთან დაკავშირებით შეცვლილი საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული სირთულეების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაა.
„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთო/ოდირის, ევროკავშირის. ეუთოს, ევროსაბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების) შეფასებას, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები და საერთაშორისო სტანდარტები იყო დაცული. თუმცა, ყურადღებას ვაქცევთ ხარვეზებისა და დარღვევების შესახებ გავრცელებულ შემაშფოთებელ ცნობებზე (რომელთა რაოდენობა თითქოსდა აღემატებოდა 2016 წლის არჩევნებისას). მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა საჩივარი სათანადო ყურადღებითა და ინსტიტუციური პროცესის პატივისცემით, ასევე მოქმედი პროცედურების შესაბამისად. ეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და მისდამი ნდობას გაზრდის, განსაკუთრებით 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურის წინ. პოლონეთი უცვლელად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი", - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.