თამარ ჟვანია: თითქოს, არჩევნები გაყალბებულია, ძალიან არასწორია, შეცდომები შეიძლება იყოს ტექნიკური-მექანიკური
03-11-2020, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ცესკოს“ თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, აცხადებს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, შედეგების შეყვანა და დამუშავება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ მონაცემები საბოლოო და ოფიციალური არ არის. რაც შეეხება შეცდომებს, ჟვანია აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ტექნიკური და მექანიკური შეცდომები ყველა არჩევნებზე ხდება. ამასთან, ზოგიერთი ოქმი, შეიძლება, არასწორადაც იყოს შევსებული, მაგრამ ისინი გადაიხედება.

 


„შეცდომები არ არის, რა თქმა უნდა, ახალი და ეს არ ხდება პირველად არჩევნებზე. ეს შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, მექანიკური შეცდომა. არის ხოლმე, როცა არასწორად ივსება ოქმი. მაგრამ დღეს რაც ხდება, კამპანიური ხასიათის, მედიით და სოციალური ქსელით დატრიალებული ოქმები, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბებულია, ძალიან არასწორი ხასიათი აქვს ამას,“ - აღნიშნავს თამარ ჟვანია.

 


ჟვანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი, ასევე, თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა.

 


„თამარ ჟვანია ისეთ შემთხვევაში მიიღებს იმ გადაწყვეტლებას, რომელზეც ეხლა თქვენ საუბრობთ, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამას ვამბობ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ხალხის ნება იყოს ზუსტად, აკურატულად გადმოცემული,"- განაცხადა მან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი