პროკურორ ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პროკურატურა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ამის შესახებ პროკურორმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ზურაბ ჭიაბერაშვილს კვალიფიკაცია შეეცვალა, სასამართლომ ჩათვალა რომ მას უფლებამოსილება ბოროტად არ გამოუყენებია და მხოლოდ სამსახურეობრივი გულგრილობა ჩაიდინა. განაჩენის ჩაბარების შემდეგ, ჩვენ ამას მოტივაციის მიხედვით გავასაჩივრებთ"- განაცხადა პროკურორმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ ძალიან ბევრი და მყარი მტკიცებულებები იყო წარდგენილი და ეს კვალიფიციურად გამოძიებული საქმე იყო.
"სასამართლოში პროცესი შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მიმდინაროებდა და სასამართლომ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ წარვუდგინეთ, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა"- განაცხადა პროკურორმა.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, პროკურატურა როცა სამოტივაციო წერილს ჩაიბარებს, სადაც ასახული იქნება, თუ რა ბრალდება მოეხსნა მერაბიშვილს, ამის შემდეგ პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა რომელიმე ეპიზოდს.
"სამოტივაციო ნაწილს როცა ჩავიბარებთ ვნახავთ მერაბიშვილს რა მუხლები მოეხსნა, ვნახავთ რა დასაბუთება აქვს სასამართლოს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ თუ არა. ფაქტი ერთია ამომრჩეველთა მოსყიდვის ეპიზოდზეც და აგარაკზე შეჭრის ეპიზოდზეც სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო"- განაცხადა პროკურორმა.
ე.წ ფიქტიური დასაქმების ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს სასამართლოს გადაწყეტილებით, დღეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი საბოლოო დაანგარიშებით, 50 ათასლარიანი ჯარიმა შეეფარდა.
აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დაახლოებით ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.