მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში, რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათამდე, 22:00-მდე მუშაობდა ამ ქალაქების ყველა კვების ობიექტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნებში და იქ გამართულ ღონისძიებების, წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების საკმაოდ მაღალი რაოდენობა, აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.