ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის ნიუ-იორკში დარჩენის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციით მიიღეს.
"პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ძალიან წარმატებული და სასარგებლო ორი ვიზიტი. ამ მიმართულებით, ამ წარმატებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორც ამერიკაში ჩვენი საელჩოს, ასევე გაერო-სთან ჩვენი მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით, ძალიან დიდი სამუშაო გასწია. ჩემი დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში მქონდა შეხვედრა პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობების კუთხით, ბატონ თენგიზ ფხალაძესთან. მას შევთავაზე, რომ იქნებ მომხდარიყო პრეზიდენტის ცალკე ვიზიტის დაგეგმვა. ამ შემთხვევაში მე მათ, რა თქმა უნდა, ასევე აღვუთქვი მხარდაჭერა, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით, გაგვეკეთებინა ძალიან კარგი, წარმომადგენლობითი ოფიციალური ვიზიტი. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და უკვე იმ მოცემულობაში, როცა ეს ასე არ მოხდა მე, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, ელჩი არჩილ გეგეშიძე ყოფილიყო ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში. თუმცა, გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის შეხვედრების გრაფიკიდან, მათ შორის იმ შეხვედრებიდან, რომელიც იყო გაერო-ს ფორმატს მიღმა (იყო ასეთი ორმხრივი შეხვედრები ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთანაც) მთავრობის მეთაურთან კონსულტაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ელჩი დარჩენილიყო ნიუ-იორკში. ამაში უკანონობის დანახვა არის გადამეტება, იმიტომ რომ უკანონო ნამდვილად არაფერი არ ყოფილა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დაამატა, რომ აღნიშნულ თემაზე ბრიფინგის ჩატარებასაც გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.