ოპოზიციის რომელ ერთობაზე ვლაპარაკობთ, ხომ ვნახეთ შალიკოს ფანჩატურში ერთობა და მეორე წუთში რას ეძახნდნენ ერთმანეთს; ერთობა რომ ჰქონდეთ და ერთმანეთის იმედი რომ ჰქონდეთ, ეგენი გავიდოდნენ 21-ში არჩევნებზე და ნახევარ პარლამენტს აიღებდნენ, მაგრამ მათ არ აქვთ ერთობა და ეს ხალხმაც იცის, თვითონაც კარგად იციან, – განაცხადა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.
„გუბაზი ალბათ მილიონს ელოდება მიშასგან და იმიტომ გაიხია ლაყუჩები. აბა, ვერ გავიგე, ადამიანის ასეთი ფერიცვალება არ გამიგია. ზოგადად, როგორ მიიღებენ იქ, რაც მაგას ნალანძღი ჰყავდა მანდ ყველანი, რა სიტყვებსაც ეგ მაგათ ეძახდა. უბრალოდ, თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეს, რომ მიხვიდე და მაგათთან დადგე ან რა იმედი უნდა გქონდეს, რომ ეგენი მიგიღებენ, ან ბურჯანაძეს მიიღებენ, ერთმანეთს როგორ იღებენ საერთოდ.
ძირითადად, იქ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსი პარტია, „გირჩის“ ჩათვლით და ახლა ბუნებრივია, ბოკერია და სააკაშვილი წარმოიდგინეთ ერთად მჯდომი პარლამენტში. ერთადერთი გზა, რა გზითაც შეიძლება, სააკაშვილი მოხვდეს საქართველოში, ეს არის სამოქალაქო ომი, მეტი ვერანაირად ის აქ ვერ მოხდება. მოხვდება, მაგრამ სადაც წავა, თვითონაც კარგად იცის. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის ამ ქვეყნის დაქცევა და მაგას ცდილობს. არ გამოვა, მაგრამ ცდილობს, არჩევნებმაც აჩვენა, რომ ეს სხვა საქართველოა უკვე, რადგან ცხრა პოლიტიკური პარტიის არჩევა უკვე ნიშნავს, რომ საპარლამენტო ცხოვრება და აზროვნება უკვე გაიზარდა და აღარ არის სექტების დაპირისპირება.
რა მასშტაბური აქცია, მასშტაბურს აანონსებენ 10 წელია. მაგათი მასშტაბური აქცია არის 20-21 ივნისი და პარლამენტის შტურმი. ბოლო რვა წელია, სააკაშვილს მოლოდინები აქვს, რომ საქართველოში დაბრუნდება და ქართველ ხალხსაც აქვს მოლოდინი, რომ ის დაბრუნდება. რომელ ნაწილს აქვს ეს მოლოდინი, ეს უკვე სხვა საქმეა, ხან გვირაბით მოდის, ხან ზღვით, ხან ცით და ხან არ ვიცი, რითი. ეს მოლოდინები მოლოდინებად დარჩება. ერთხელ, ორჯერ ვნახეთ და მაგის მეტი რა ვიცი, ნახევარი ცხოვრება საპროტესტო აქციებზე მაქვს გატარებული. იმისთვის, რომ ეს მოლოდინი ასრულდეს, ეს მოლოდინი საზოგადოებაში უნდა იყოს და ეს მოლოდინი საზოგადოებაში ნამდვილად არ არის, ქართულ საზოგადოებას არ უნდა არეულობა და გონიერ საზოგადოებას ესმის, რა დღეში ვართ ამ პანდემიით და მეორე მხრივ, იმ ცეცხლით, რომელიც ჩვენს გარშემოა. არავის არ უნდა ამ ცეცხლის გადმოტანა აქეთ და არავის უნდა სააკაშვილის და მისი მიმდევრების გარდა არეულობა ამ ქვეყანაში. მეტი არავის არ უნდა და ქუჩა, არის არეულობა და მოლოდინები კი აქვთ, მაგრამ იცხოვრონ მოლოდინებში ეკრანზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.