თამარ ჟვანია: რამდენიმე წუთის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქსნის ციხეში არჩევნების შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა და წინასწარი მონაცემებით, მცხეთის ოლქში მეორე ტური გაიმართება
03-11-2020, 23:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

 


შესაბამისად, ჟვანიას თქმით, წინასწარი მონაცემებით, მცხეთის საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება.

 

 

„პირველად ვამბობ ამას თქვენს ეთერში, პირველად გაიგებს ახლა თქვენი საზოგადოება. სულ ახლახან მცხეთაში დასრულდა საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საჩივრები, მაგრამ არასწორად შეტანილი და განუხილველად დარჩა, ამ შემთხვევაში ქსნის ციხის შედეგებს ეხება საკითხი, საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით შეისწავლა საკითხი, გადაამოწმა შედეგები და მონაცემები. დღეს ზუსტად რამდენიმე წუთის წინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ციხეში შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ, რომლის სიტყვების ციტირებასაც პირველი არხი ავრცელებს.

 


მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრიდა შალვა კერესელიძე, რომელსაც წინასწარი შედეგებით, 50,1% ჰქონდა აღებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ კანდიდატია ცეზარი ჩოჩელი, რომელმაც წინასწარი შედეგების მიხედვით, 33,42% მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი