აშშ-ის 31 შტატის მონაცემებით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 192 ხმა აქვს მიღებული, დონალდ ტრამპს კი 114 - საარჩევნო კოლეგიის ჯადოსნური ციფრი, რომელიც კანდიდატის გამარჯვებას უზრუნველყოფს, 270-ია
04-11-2020, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE)- ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში შტატების უმრავლესობაში კანდიდატებისთვის საარჩევნო კოლეგიაში მიღებული ხმების რაოდენობა ცნობილია და როგორც BBC იუწყება, 50 შტატიდან 31-ში ხმების წინასწარი მონაცემებით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას 192 ხმა აქვს მიღებული, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი 114. საარჩევნო კოლეგიის ჯადოსნური ციფრი, რომელიც კანდიდატის გამარჯვებას უზრუნველყოფს, 270-ია.

 


BBC-ის თანახმად, კანდიდატები ასე გამოიყურებიან:

 


ჯო ბაიდენი 14 შტატში, პლუს ვაშინგტონ დი-სი-ში იმარჯვებს. ეს შტატებია: ვერმონტი, დელავერი, მერილენდი, მასაჩუსეტი, ნიუ ჯერსი, ნიუ იორკი, კონეკტიკუტი, კოლორადო, ნიუ მეხიკო, ნიუ ჰამპშირი, ილინოისი, კალიფორნია, ორეგონი, ვაშინგტონის შტატი და ვაშინგტონ დი-სი.

 

 

დონალდ ტრამპი 17 შტატში იმარჯვებს. ეს შტატებია: ინდიანა, კენტუკი, ოკლაჰომა, ტენესი, დასავლეთ ვირჯინია, არკანზასი, სამხრეთ დაკოტა, ჩრდილოეთ დაკოტა, ალაბამა, სამხრეთ კალიფორნია, ლუიზიანა, ნებრასკა და ნებრასკას მესამე რაიონი, იუტა, მისური, კანზასი, ვაიმონგი და მისისიპი.

 


როგორც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, პრეზიდენტ ტრამპს, სამშაბათს, მის მოწინააღმდეგე ბაიდენზე მოწინავე პოზიცია ეკავა მნიშვნელოვან საბრძოლო შტატ ფლორიდაში და რამდენიმე სხვა გადამწყვეტ შტატში, რომელიც არჩევნების ბედს გადაწყვეტს, მათ შორის ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში და ტეხასში.

 


„ფოქს ნიუსის“ მიხედვით, ტრამპი გაიმარჯვებს ფლორიდაში - შტატში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტრამპისთვის, რომ საარჩევნო კოლეგიაში საჭირო 270 ხმა მოაგროვოს, რამაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში მისი ისევ პრეზიდენტობა უნდა უზრუნველყოს.

 

 

როგორც BBC წერს, თუკი ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, იგი 1992 წლის შემდეგ პირველი მოქმედი პრეზიდენტი იქნება, ჯორჯ ბუშ უფროსის შემდეგ, რომელიც მეორე ვადით არ იქნება არჩეული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი