დღეიდან პირბადის გამოყენება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, სავალდებულო ხდება.
როგორც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, პირბადე არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან.
„ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ეფექტური საშუალება. მოდით, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე. ეს არის ყველაზე კარგი დაცვის საშუალება, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვისი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
დღეიდან მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.