დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან ამერიკელებს მიმართა და განაცხადა, რომ „დიდი გამარჯვება“ მოიპოვა
04-11-2020, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან ერისადმი მიმართვისას მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს და მილიონობით მხარდამჭერს და განაცხადა, რომ „დიდი გამარჯვება“ მოიპოვა.

 


„ჩვენ დიდი ზეიმისთვის ვემზადებით. ჩვენ ყველაფერს ვიგებთ. ჩვენ კი არ გავიმარჯვეთ, ჩვენ დიდად გავიმარჯვეთ“, განაცხადა პრეზიდენტმა.

 


მისი თქმით, იგი ლიდერობს პენსილვანიაში, თუმცა ამ შტატში გამარჯვებულის ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ არის ცნობილი.

 

 

ტრამპმა აღნიშნა, რომ არჩევნები „მოიპარეს“, რაც „ უხერხულია ჩვენი ქვეყნისთვის“. მან დაამატა, რომ არჩევნების შედეგების უზენაეს სასამრთლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

 

 

ფლორიდის შტატში, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატია საარჩევნო კოლეგიაში ხმების რაოდენობის გასაზრდელად, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში 29 საარჩევნო ხმა ტრამპისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფლორიდამ წინა არჩევნებზე ტრამპი აირჩია, მაგრამ ორჯერ მისცა ხმა ბარაქ ობამას.

 

 

ტრამპა ასევე გაიმარჯვა აიოვაში, წამყვან შტატში - 6 ხმა და ტეხასში - 38 ხმა საარჩევნო კოლეგიაში. 

 

 

ტრამპი დიდი გამარჯვების შესახებ უკვე აცხადებს და მოწინააღმდეგე ბანაკს არჩევნების მოპარვის მცდელობაში სდებს ბრალს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „თვითერში“ დაწერა.

 

 

„ჩვენ არჩევნებში დიდი გამარჯვება გვაქვს, მაგრამ ისინი ცდილობენ არჩევნების მოპარვას. ჩვენ არასდროს მივცემთ მათ ამის უფლებას. ხმის მიცემა არ შეიძლება მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები იხურება“, დაწერა ტრამპმა თვითერზე თეთრი სახლიდან მიმართვის გაკეთებამდე, თუმცა სოციალურმა ქსელმა მისი ეს განცხადება დამალა, რაც ტრამპის კამპანიამ ცენზურად შეაფასა. 

 

 

ბაიდენმა თავის მხარდამჭერებს დელავერში უთხრა, რომ არჩევნები „არ არის დასრულებული მანამ, სანამ თითოეული ბიულეტენი არ იქნება დათვლილი“. „ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ“, ირწმუნება ბაიდენი.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში შტატების უმრავლესობაში კანდიდატებისთვის საარჩევნო კოლეგიაში მიღებული ხმების რაოდენობა ცნობილია და როგორც BBC 40 შტატის შედეგებზე დაყრდნობით იუწყება, ამ დროის მონაცემებით, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას 220 ხმა აქვს მიღებული, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი 213. საარჩევნო კოლეგიის ჯადოსნური ციფრი, რომელიც კანდიდატის გამარჯვებას უზრუნველყოფს, 270-ია.

 


BBC-ის თანახმად, კანდიდატები 31 შტატის მიხედვით ასე გამოიყურებიან:

 


ჯო ბაიდენი 14 შტატში, პლუს ვაშინგტონ დი-სი-ში იმარჯვებს. ეს შტატებია: ვერმონტი, დელავერი, მერილენდი, მასაჩუსეტი, ნიუ ჯერსი, ნიუ იორკი, კონეკტიკუტი, კოლორადო, ნიუ მეხიკო, ნიუ ჰამპშირი, ილინოისი, კალიფორნია, ორეგონი, ვაშინგტონის შტატი და ვაშინგტონ დი-სი.

 


დონალდ ტრამპი 17 შტატში იმარჯვებს. ეს შტატებია: ინდიანა, კენტუკი, ოკლაჰომა, ტენესი, დასავლეთ ვირჯინია, არკანზასი, სამხრეთ დაკოტა, ჩრდილოეთ დაკოტა, ალაბამა, სამხრეთ კაროლინა, ლუიზიანა, ნებრასკა და ნებრასკას მესამე რაიონი, იუტა, მისური, კანზასი, ვაიმონგი და მისისიპი.

 


როგორც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე იტყობინებოდა, პრეზიდენტ ტრამპს, სამშაბათს, მის მოწინააღმდეგე ბაიდენზე მოწინავე პოზიცია ეკავა მნიშვნელოვან საბრძოლო შტატ ფლორიდაში და რამდენიმე სხვა გადამწყვეტ შტატში, რომელიც არჩევნების ბედს გადაწყვეტს, მათ შორის ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში და ტეხასში.

 


„ფოქს ნიუსი“ ტრამპის გამარჯვებას პროგნოზირებდა ფლორიდაში - შტატში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტრამპისთვის, რომ საარჩევნო კოლეგიაში საჭირო 270 ხმა მოაგროვოს, რამაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში მისი ისევ პრეზიდენტობა უნდა უზრუნველყოს.

 


როგორც BBC წერს, თუკი ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, იგი 1992 წლის შემდეგ პირველი მოქმედი პრეზიდენტი იქნება, ჯორჯ ბუშ უფროსის შემდეგ, რომელიც მეორე ვადით არ იქნება არჩეული.

 

კომენტარები: 1
#1   Janessa
      
Thanks for another informative site. The place else could
I get that type of info written in such an ideal way?

I have a undertaking that I am simply now operating on, and I have been on the look out for such info.


Here is my site Juliet
8 ნოემბერი 2021 21:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი