კორონავირუსით ინფიცირების 2 295 ახალი შემთხვევიდან 989 თბილისში, 387 - აჭარაში, 387 - იმერეთში, 166 - ქვემო ქართლში, 133 კი შიდა ქართლში დაფიქსირდა
04-11-2020, 14:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების   2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

 

 

„დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების   2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  46 817-ს შეადგენს.

 

 

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა   31 170-მდე გაიზარდა.

 

 

სამწუხაროდ,  24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, მათ შორის  თბილისში -  2 ადამიანი,  აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა.

 

 

დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში - 387, იმერეთში - 387, ქვემო ქართლში - 166, შიდა ქართლში - 133, გურიაში - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 97, კახეთში - 47, მცხეთა-მთიანეთში - 33, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - არ დაფიქსირებულა შემთხვევები. 

 

 

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240. 4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 2 117, აჭარაში - 690. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის, თბილისში - 283, აჭარაში - 84. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი - მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 72. 2 428 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 180 - აჭარაში, ხოლო 878 - თბილისში. 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე.

 

 

საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 004 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 612, აჭარაში-1 392.

 

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 3 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 11 723 პირი.

 

 

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 330 პირი, საიდანაც თბილისში - 2 735, აჭარაში - 12 427, იმერეთში - 4 025", -  განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი