მიხეილ სააკაშვილი: სულ ფეხებზე არ ჰკიდია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო, თუ თვითონ ქართველმა ხალხმა არ ამოიღო ხმა?
04-11-2020, 14:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ ფეხებზე არ ჰკიდია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო, თუ თვითონ ქართველმა ხალხმა არ ამოიღო ხმა? – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

 

 

„საერთაშორისო თანამეგობრობა გეუბნება, თუ თქვენ ყირგიზებზე უარესი ხალხი ხართ, თუ სომხებზე უარესი ხალხი ხართ, თუ ბელარუსებზე უარესი ხალხი ხართ, თუ 2003 წლის ქართველებზე უარესი ხალხი ხართ, თუ თქვენ უკრაინაზე უარესი ხალხი ხართ, მაშინ არ იმსახურებთ და ასეთი ერი, რომელიც არ იმსახურებს თავისუფლებას, მსოფლიოში არის ბევრი. სულ ფეხებზე არ ჰკიდია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო, თუ თვითონ ქართველმა ხალხმა არ ამოიღო ხმა?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

მისი თქმით, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა დაინახავს ქუჩაში გამოსულ უზარმაზარ მასას, მთლიანად დადგება საქართველოს მხარეს.

 

 

„პარლამენტში რამდენი პროცენტი იქნება, რაღაც ფორმალობები, ეს საერთოდ არავის აინტერესებს. არავინ არ მოგვაქცევს ყურადღებას, თუ არ დაინახეს, რომ ჩვენ ვართ ბევრი, ჩვენ ვცემთ პასუხს და ვმოქმედებთ მყისიერად, ჩვენ გვაქვს ღირსება და გვაქვს თავმოყვარეობა, გვაქვს უნარი ძალიან სწრაფი რეაქციისა და პასუხის გაცემის. სხვა პასუხები ამის არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი