არჩილ თალაკვაძე: დემოკრატიაზე, არჩევნების შედეგებზე თავდასხმა არის რუსეთის ინტერესებში, საზოგადოებას ვთხოვ, დაფიქრდეს, რას ემსახურებიან რადიკალური პარტიები
04-11-2020, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დემოკრატიაზე, არჩევნების შედეგებზე თავდასხმა არის რუსეთის ინტერესებში, საზოგადოებას ვთხოვ, დაფიქრდეს, რას ემსახურებიან რადიკალური პარტიები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

 

 

„ჩვენ დღეს გვყავს რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მთავარი „დემოკრატიული ლოზუნგი“ არის, რომ „არჩევნებში ვიდრე ჩვენ არ გავიმარჯვებთ, ის არ არის დემოკრატიული“. ანუ ეს არის მათი პრეზუმფცია, ისინი ამბობენ, თუკი არჩევნებში არ გაიმარჯვებენ, ისე ეს არ არის დემოკრატიული.

 

 

​რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. შესაბამისად, მათ მიერ მართული ცალკეული პროცესები გუშინ ჩვენ ვნახეთ ცესკო-სთან, საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები ქვებს ურტყამდნენ ცესკო-ს წინ აღმართულ კარს და სადაც ვნახეთ სხვათა შორის სამწუხაროდ ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენელიც როგორ ახდენდა თავდასხმას ქვებით ამ ბარიერზე. მედიის თანამშრომელი არ იყო? უბრალოდ, გეხმარებოდათ კამერის და სადგამის გადატანაში?“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ჟურნლაისტებს.

 

 

​მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება არ დაუშვებს დემოკრატიაზე თავდასხმას.

 

 

„საქართველოში გადაწყვეტილებებს საზოგადოება იღებს მხოლოდ არჩევნების გზით. ვინმეს თუ აქვს პროტესტის სურვილი, ვინმეს თუ სურს, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს, ამისთვის არსებობს კანონმდებლობით დადგენილი ფარგლები და ამ კანონმდებლობას ვერავინ ვერ გასცდება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კანონდარღვევით ვინმემ სცადოს საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმა და ასევე, გეტყვით რომ დემოკრატიაზე თავდასხმა, არჩევნების შედეგებზე თავდასხმა არის პირველ რიგში რუსეთის ინტერესებში.

 

 

და მე საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, დაფიქრდეს ამაზე, თუ რას ემსახურებიან ის პოლიტიკური პარტიები, რადიკალური პარტიები, რომლებიც ამ სცენარს უწევენ მხარდაჭერას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი