ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩის გასასვლელში გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 1 750 კვ.მ ფართობზე დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ყაველაშვილთან და ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.
„სანზონაში კიდევ ერთი საგზაო პროექტი განვახორციელეთ. ამ მონაკვეთზე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვქონდა, დაზიანებული იყო გზის საფარი, რაც დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. ასფალტის დაგების პროცესი სრულდება და მოქალაქეები რეაბილიტირებული გზით ისარგებლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
ჩარგლის ქუჩის გასასვლელში გზის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოყო.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.