სომეხი პოლიტოლოგი: “დიდი ბრიტანეთი თურქეთისთვის შემაკავებელი ახალი რეგიონული ნასკვების ჩამოყალიბებას საჭიროდ თვლის”
06-10-2015, 06:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცნობილი სომეხი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი იგორ მურადიანი, რომელმაც შეისწავლა ნატო-ში და ზოგადად დასავლეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის ჭრილში თურქეთის როლის შესახებ ბრიტანულ საექსპერტო-ანალიტიკურ წრეებში არსებული მიდგომები, თავის ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ თურქეთმა ეკონომიკისა და ძლიერი სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით დიდ წარმატებებს მიაღწია და საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულების უფლება აქვს.


პოლიტოლოგის თქმით, დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბებულია თურქეთის მიმართულებით პოლიტიკური ანალიტიკოსებისა და სპეციალისტების საერთაშორისოდ აღიარებული ჯგუფი.


ბრიტანელ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თურქეთი სჭირდება ნატო-სა და დასავლეთს, რადგან ახალი გამოწვებებია ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში და თურქეთის გარეშე ამ პრობლემების გადაჭრა რთული იქნება. აღიარებულია, რომ პოლიტიკა – “ნული პრობლემა მეზობლებთან” მარცხით დამთავრდა, მაგრამ ეს პოლიტიკა ჯერ არ დამთავრებულა, მხოლოდ მისი პირველი ეტაპია დასრულებული. ის, რომ დასავლეთი არც ისე უწყობდა ხელს თურქეთის ამ პოლიტიკას, არ იყო სწორი მიდგომა, შედეგად კი ახლო აღმოსავლეთის საკითხები უფრო გართულდა და ახლა ძალიხმევების გაერთიანების დროა.


ძნელი წარმოსადგენია თურქეთის სამხედრო ჩარევა სამხრეთ კავკასიის მოვლენებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის კვლავ დაწყების შემთხვევაშიც კი. ბრიტანელი ექსპერტების ამ ჯგუფს მიაჩნია, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკის პირველხარისხოვანი მიმართულება არის ახლო აღმოსავლეთი, რომელიც ართმევს ქვეყანას მთელ პოლიტიკურ რესურსს. სანამ თურქეთი დაკავებულია ახლო აღმოსავლეთის საკითხებით, მას არ ძალუძს პოლიტიკური აქტივობის გაწევა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.


ბევრი ბრიტანელი ექსპერტის შეფასებით, თურქეთი უფრო არაპროგნოზირებადი ხდება და მისგან მომდინარე საფრთხე უფრო მეტად ევროატლანიტიკურ საზოგადოებას, ვიდრე რეგიონის ქვეყნებს ეხება. თუმცა ჯერჯერობით თურქეთი თავის საგარეო მოქმედებებში შეზღუდულია ნატო-ს მიმართ მოვალეობებით. თურქეთისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატო-ს, აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობები, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური და ეკონომიკური კეთილდღეობა, ისევე როგორც უსაფრთხოება. მიუხედავად ამისა, ლონდონი თურქეთსა და რუსეთს შორის კავშირს დიდ საფრთხედ მიიჩნევს.


ამავდროულად, დიდმა ბრიტანეთმა უფრო მეტად, ვიდრე საფრანგეთმა და გერმანიამ, იცის თურქეთის განზრახვების შესახებ. ლონდონში მიაჩნიათ, რომ დიდი ხანია თურქეთისთვის შემაკავებელი ახალი რეგიონული ნასკვების ჩამოყალიბების დროა. ამ გლობალურ საკითხებში ექსკლუზიური როლი უნდა შეასრულოს ირანმა. ბრიტანელების ეს იდეა მთლიანად ემთხვევა აშშ-ს ინტერესებსა და აქტუალურ პოლიტიკას.


ნატო იმუშავებს ახალ მიდგომებს ალიანსის არაწევრ ქვეყნებთან პარტნიორობის განვითარების მიმართულებით. თუკი ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, სლოვაკია, საკმაოდ დაინტერესებულნი არიან სომხეთის საკითხში, ნატო-სთან ინტეგრაციის მხრივ, დიდი ბრიტანეთი პირიქით, ნატო-ში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინტეგრაციას მიზანშეწონილად მხოლოდ კონფლიქტების მოგვარების პროცესში წინსვლის პირობით თვლის.

 

 

tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი