სერგი კაპანაძე: დღევანდელი ხელისუფლება და პოლიცია იქცევა ისე, როგორც ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება არსებობის ბოლო დღეებში
05-11-2020, 12:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღევანდელი ხელისუფლება და პოლიცია იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცევა ხოლმე ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება თავისი არსებობის ბოლო დღეებში, –  განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ გუშინ საოლქო კომისიებთან აქტივისტების დაკავებაზე კომენტირებისას.

 

 

მისი თქმით, აქტივისტების დაკავება ვერ შეაჩერებს საპროტესტო მუხტს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ყველაზე კარგ პასუხს ხელისუფლება მიიღებს 8 ნოემბერს მასშტაბური აქციით.

 

 

„ეს არის სრული აგონია. ჯერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არც ერთი საჩივარი არ განიხილონ. არ დააკმაყოფილეს პრაქტიკულად არც ერთი საჩივარი. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ აქტივისტების დაკავება. მათ თუ ჰგონიათ, რომ აქტივისტების დაკავებით გააჩერებენ იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც დღეს ქვეყანაში გაჩნდა გაყალბებული არჩევნების გამო, ძალიან ცდებიან. ყველაზე კარგი პასუხი ამაზე იქნება ის, რაც მოხდება 8 ნოემბერს. რამდენი ადამიანიც გამოვა, კარგად დაინახავენ. იქნება ის პროტესტი, რომელიც გაგრძელდება, ვიდრე ეს ბრძოლა არ დამთავრდება წარმატებით. წარმატება ამ შემთხვევაში არის ამ არჩევნების განმეორება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით და ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგებში.

 


ყველა სხვა შედეგი არის მიუღებელი, რადგან არავის აქვს უფლება, განსაკუთრებით რუს ოლიგარქს, ისე დაწეროს შედეგები, რომ ეს იყოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი