პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ის ქუჩის აქციები, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქვეყანაში იმართება, კორონავირუსის პიკის მოსვლას დააჩქარებს. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოზე ონლაინ ჩართვის დროს ისაუბრა.
„საერთოდ იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე რაც ქუჩაში მიდის ქვეყანაში და საერთოდ ევროპაში გავრცელების დინამიკა როგორც მიდის, როგორც ჩანს ეს ზრდა გაგრძელდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური აქტივობები რაც ქუჩაში ხდება ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება ვიდრე ჩვენ ველოდით, იმიტომ, რომ ის მობილობა რასაც ქუჩის აქციები იწვევევენ პირდაპირ კავშირშია ინფიციირების რაოდენობის სწრაფ ზრდასთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.