საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა
05-11-2020, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ნაკრების წევრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა რიგით მე-8 საერთაშორისო ონლაინ ტურნირში  მიიღეს მონაწილეობა, საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

 

 

ოქროსმედალოსანი გუნდის შემადგენლობაში არიან კომაროვის სკოლის მოსწავლეები: გუნდის კაპიტანი - ნიკა მალცევი, ირაკლი მიროტაძე, სანდრო ვაჩაძე, ვეკუას სკოლის მოსწავლეები: ნენე ჟვანია, ანრი დარცმელია, ლევან ლოლაშვილი და მათი ხელმძღვანელები: დიანა სოხაშვილი და გიორგი ბახტაძე.

 

 

ტურნირის ფარგლებში ქართველმა მოსწავლეებმა მაღალი შედეგი არაერთი მიმართულებით აჩვენეს:  ნენე ჟვანიამ საუკეთესო ოპონირება გაუწია მონაწილეებს, ლევან ლოლაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მოხსენების ავტორი გახდა,  ხოლო ნიკა მალცევის ნახევარფინალის მოხსენება, მთლიანი ტურნირის მასშტაბით, საუკეთესოდ დასახელდა.

2020 წლის ტურნირი 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის პერიოდში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 7 ქვეყნის 14 გუნდი იღებდა: შვეიცარიის, ხორვატიის, რუმინეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები, აგრეთვე რუსეთისა და საბერძნეთის 4-4 გუნდი და ყაზახეთის ორი გუნდი.

 

 

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი 17  წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ინტელექტუალური კონკურსია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში კოლექტიური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების შესაძლებლობებს, წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა) დასმული პრობლემები. კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული დავალებები  ეხება ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მონაწილეებისგან როგორც ექსპერიმენტულ, ასევე, თეორიულ კვლევას მოითხოვს.

 

 

აღნიშნული აქტივობების ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლები მოწინავეთა რიგებში არიან და მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. პირველივე ტურნირზე, რომელიც 2013 წელს თურქეთის ქალაქ ესქიშექირში გაიმართა, საქართველოს ნაკრები ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა, 2014-2016 წლებში გუნდმა ზედიზედ სამჯერ ოქროს მედლები მოიპოვა; 2017-2019 წლებში (ნანკინი - ჩინეთი, თბილისი და მინსკი - ბელორუსი) კი საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. დღეისათვის საქართველო ახალგაზრდა ნატურალისტების მსოფლიო რეიტინგში ლიდერობას ინარჩუნებს.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი