კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერი“ არის ძალიან საშიში კოვიდ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით
05-11-2020, 16:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერი“ არის ძალიან საშიში კოვიდ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ მათი უპასუხისმგებლო ქმედებები. ვფიქრობ, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაინფიცირებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

 

 

„ჩვენ ვნახეთ ბათუმის აქცია, ვნახეთ სხვა ბევრი შემთხვევა, ასევე, რაც გუშინ საოლქო კომისიებთან ვიხილეთ, სადაც დაახლოებით 20-მდე პირი იყო შეკრებილი და ნიღბების გარეშე ცდილობდა დესტრუქციის მოწყობას. ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის თემა, სადაც პოლიტიკა გვერდით უნდა გადავდოთ. ამ ქვეყნის შვილები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვართ ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ვიღაცას განსხვავებული მოსაზრება აქვს. ეს არის თემა, სადაც ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, იქნება ეს „ოცნების“ მხარდამჭერი თუ სხვა პოლიტიკური პარტიის. ყველას სჭირდება მოფრთხილება, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა დგას“,- განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი