"დასავლეთი რუსეთის გარეშე, ვერც ომს და ვერც დიალოგს შეძლებს ისლამურ სამყაროსთან!"
06-10-2015, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთი კვირის წინათ, რუსეთის ჩაბმამ საომარ მოქმედებებში სირიის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინტერპრეტაცია გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. რას არ მოისმენდით ჩვენი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან, გარდა იმისა, რომ სსრკ–ის დაშლის შემდეგ უკვე 24 წელი გავიდა და რუსეთმა პირველად გამოიყენა საკუთარი სამხედრო ძალები პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა, რაც მიუთითებს მისი როლის და მნიშვნელობის აღიარებაზე საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე.


აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთში რუსეთის ამ ნაბიჯმა, არათუ პროტესტი გამოიწვია, არამედ დიდი მოწონება დაიმსახურა ევროპის პოლიტიკურ წრეებში (ევროპაში, არაბი ემიგრანტების მასიური შედინების ფონზე). ამიტომ, პარალელების გავლება 20 საუკუნის 70–80 იანი წლების ავღანეთსა და თანამედროვე სირიას შორის, რასაც ხშირად გაიგონებთ ჩვენში, "რუსეთის მცოდნეებისგან", აბსოლუტურად უადგილოა. მეტიც, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში აზვირთებულმა ისლამური ფუნდამენტალიზმის და ტერორიზმის ტალღამ (ალ–ყაიდა, თალიბანი, ისლამური ხალიფატი და სხვა), დასავლეთის სახელმწიფოების და საზოგადოებების დიდი უმრავლესობა მიიყვანა იმ პოზიციამდე, რომ ამ საკითხში დასავლეთის და რუსეთის თანამშრომლობა ორივე მხარის სასიცოცხლო ინტერესებშია!


აქედან გამომდინარე, დასავლეთი რუსეთის გარეშე, ვერც ომს და ვერც დიალოგს შეძლებს ისლამურ სამყაროსთან და იგი განიხილება დასავლეთის პარტნიორად ამ მიმართულებით! წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთი მიიღებს იმ შედეგს, რაც სახეზეა ერაყში, ლიბიაში, სირიაში, რამაც წარმოშვა და გაამძაფრა ისლამური ექსტრემიზმი და ტერორიზმი, რომელიც წალეკვით ემუქრება, როგორც დასავლეთს ისე რუსეთს, მთლიანობაში კი ცივილიზებულ სამყაროს! კარგი იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება, ზოგადად პოლიტიკური სპექტრი გაითვალისწინებს ამ მოცემულობას და ამ საკითხთან დაკავშირებით თავს დაანებებს "რუსეთის როლის უადგილო განქიქებას", რადგანაც სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უწინარესად დასავლეთის თვალში, ეს კი ცუდად მოუბრუნდება საქართველოს!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი