მეორე ტურებში მონაწილეობა მგონია, რომ არის ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ხელისუფლებისთვის და მისაღები გამოსავალი შეიძლება გახდეს ოპოზიციისთვის, თუ ამას ეს გულწრფელად გააკეთებს, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
„ჩვენ არ გვჯერა, რომ სამართლიანობის აღდგენა სრულფასოვნად ყველამ დაიჯეროს, რომ ნახეთ, კი ბატონო, რაღაც შეცდომები დაუშვეს, მაგრამ ეს შეცდომები გამოვასწორეთ, ამის დამჯერებელი ჩვენ არ გვეგულება. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს საღი აზრის დონეზე ესმით. „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა კრიტიკული სიტუაცია, მათ ფაქტობრივად მოაწყეს რევოლუციური მდგომარეობა ყველა გაგებით, რა შეიძლება იყოს აქედან არარევოლუციური გამოსავალი, რომელსაც იდეაში შეიძლებოდა, დათანხმებოდა ოპოზიცია – ჩვენ გავაჟღერეთ ეს იდეა. ეს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნება იბოძოს და შეისმინოს სრულიად ოპოზიციური სპექტრის უნდობლობის მესიჯი და ის პროცესი, რომელიც თავისთვის დაიწერა. ჩვენ კი არ გამოგვასწორებინოს სამართლებრივი პროცედურებით, ნება იბოძოს და ისე დასვას, რომ მეორე ტურებმა გაარკვიოს, ვისია ხელისუფლება. 48%-ით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწერა, მან თქვა, რომ მეორე ტურებს აზრი არ აქვსო. ჩემი აზრით, თუ ეს არის ალტერნატივა იმ ესკალაციის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, როგორც პოლიტიკურ ველზე, ისე ჯანდაცვის მიმართულებით და ისე ფინანსურ სექტორში.
მეორე ტურებში მონაწილეობას არ გამოვრიცხავ კი არა, მე მგონია, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ხელისუფლებისთვის და მისაღები გამოსავალი შეიძლება გახდეს ოპოზიციისთვის, თუ ამას ეს გულწრფელად გააკეთებს. მეორე ტურებში შეთანხმება იქნება პოლიტიკური, არასამართლებრივი, არა რაოდენობირივი დათვლა, არამედ პოლიტიკურ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება.
მოდით, დავცხოთ მეორე ტურში და ვინც გაიმარჯვებს ხელისუფლება იმის იყოს და თუ გვინდა, შევიდეთ ყველა პარლამენტში. ოპოზიციამ რომც წააგოს, შევალთ, ოღონდ იმ პირობით, რომ მოვიგოთ, მაინც არ იქნება სამართლიანი, რადგან ეს არჩევნები არ არის სამართლიანი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.