სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებული მასალები პროკურატურას გადაუგზავნა.
"ვინაიდან აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისი მასალები დღეს პროკურატურას გადავუგზავნეთ", - განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მასალები მოიცავს როგორც უწყების თანამშრომლებზე 2013-2014 წლებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებულ ფაქტებს, ისე კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 2013-2014 წლებში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელია. ასევე, აღნიშნულ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში გამარჯვებულად შპს "G.M.M." გამოვლინდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეეძლო და ამ კუთხით რაიმე სახის შეზღუდვა არ ყოფილა.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც 2013-2014 წლებში კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებულ ტენდერებს და ამავე წლებში გაცემულ პრემიების საკითხს ეხება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ როგორც იმდროინდელი დოკუმენტაციით ირკვევა, კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეეძლო და ამ კუთხით რაიმე სახის შეზღუდვა არ ყოფილა.
ამავე დოკუმენტების თანახმად, დროის უქონლობის გამო შეიქმნა ექსტრემალური ვითარება და სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თავიდან აიცილა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა კვების ორგანიზების ჩაშლა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება 2013-2014 წელს გაცემული პრემიების საკითხს, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევეა საუბარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განმარტებით, “თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვლის, რომ როგორც კვების ტენდერების, ისე პრემიების გაცემის საკითხში შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიმართოს მთავარ პროკურატურას კანონით დადგენილი წესით გამოძიების დაწყების მიზნით”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.