კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 044 თბილისში გამოვლინდა, 526 - იმერეთში, აჭარაში კი - 503
06-11-2020, 12:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევიდან 1 044 თბილისში გამოვლინდა, 526 – იმერეთში, ხოლო 503 – აჭარაში. განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

ხოჯევანიშვილის განცხადებით, ქვეყნის სხვა რეგიონებში ახალი შემთხვევების ასე ნაწილდება: ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

 

 

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში –  რვა,  აჭარაში – ექვსი, იმერეთში – შვიდი,  ხოლო ქვემო ქართლში ერთი ადამიანი.

 

 

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით სულ 423 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

„ამ ეტაპზე ინფიცირების 14 525 აქტიური შემთხვევაა. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 279, აჭარაში – 734.

მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში – 336, აჭარაში – 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი – მათ შორის, თბილისში – 124, აჭარაში – 79.

 

 

2 438 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 – აჭარაში, ხოლო 841 – თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი