თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
06-10-2015, 09:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის განცხადებით, ცოტნე დადიანის გამზირის ("მალაკნების" ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე) მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა ლეგიტიმურად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის სრული დაცვით.


"ქალაქ თბილისის მერია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცოტნე დადიანის გამზირის ("მალაკნების" ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე) მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა ლეგიტიმურად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის სრული დაცვით და იმ მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, რასაც ტენდერის გამოცხადებისას აღნიშნული კანონი ითვალისწინებდა. ამასთან, გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტენდერში გათვალისწინებული არ იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 აპრილის N3 ბრძანებით განხორციელებული ცვლილება, სრულიად უსაფუძვლოა, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 20 იანვარს, ხოლო ხელშეკრულება შპს "ძამა"-სთან გაფორმდა 2015 წლის 24 თებერვალს. ბუნებრივია, რომ ტენდერში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა კანონში არარსებული ჩანაწერი", - ნათქვამია განცხადებაში.


მერიაში აღნიშნავენ, რომ 2015 წლის 6 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N3 ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მე-9 მუხლის "ი1" ქვეპუნქტის საფუძველზე სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულ იქნა "მითითება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ წესის მე-11 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად.


"ამავე ბრძანების მე-11 მუხლის 21 პუნქტი ითვალისწინებს, რომ "იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას". ზემოაღნიშნული ბრძანება 2015 წლის 6 აპრილიდან ამოქმედდა, ცოტნე დადიანის გამზირის გარკვეული მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებზე კი სახელმწიფო შესყიდვა ცვლილებებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნები ელექტრონულ ტენდერში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა", - აცხადებენ მერიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი