თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სასტუმროში მოთავსებულ ყველა კოვიდინფიცირებულსა და ბინაზე მყოფთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ
06-11-2020, 21:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სასტუმროში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და ბინაზე მყოფი პაციენტების ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ცერცვაძემ კლინკურ ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 


ცერცვაძის თქმით, აღნიშნული გამოკვლევებით ბინაზე და სასტუმროში დატოვებული პაციენტების მოვლა გაუმჯობესდება.

 


„ბინაზე და სასტუმროში დატოვებული პაციენტები, ვინც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, ჩვენი გათვლით არის 75 პროცენტი, დღეისთვის 25 პროცენტის ჰოსპიტალიზება ხდება, მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მხოლოდ 15 პროცენტის ჰოსპიტალიზებას ახრეხებენ- 85 რჩება ბინაზე, 15-ის ჰოსპიტალიზება ხდება. ჩვენთან, ჰოსპიტალიზებული არის 25 პროცენტი, 15 პროცენტი რჩება ბინაზე და სასტუმროში. მაგრამ დღევანდელი სხდომა ეძღვნებოდა მთლიანად იმას, რომ ბინაზე და სასტუმროში დატოვებული პაციენტების მოვლა როგორ გაუმჯობესდეს, რათა მინიმიზირებული იქნას ის რისკები, რაც იწვევს ამ ბინაზე დატოვებულებს შორის მართალია, ერთეულ, მაგრამ მაინც გარდაცვალებას.

 


სასტუმროში მოთავსებულ ყველა და ბინაზე დატოვებულის ნაწილს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, დ-დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. შერჩევით ეს ახლაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან იქნება სავალდებულო და სისტემური. ასეთი ვალდებულება არ აქვს ევროპის და ამერიკის არც ერთ ქვეყანას, რომ ბინაზე დატოვებულებს ჩაუტაროს ეს სამი ძირითადი გამოკვლევა.

 


ამ სამ გამოკვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დ-დიმერის განსაზღვრა გვაძლევს სიგნალს, აქვს თუ არა თრომბოემბოლიური გართულებების რისკი ამ პაციენტებს. იცით, სიკვდილობის თითქმის მეოთხედი თრობოემბოლიური დაავადებებით არის განპირობებული, ხოლო ბინაზე მყოფთა შორის თითქმის ასი პროცენტით. ამის სიგნალს მოგვცემს და თავიდან იქნება აცილებული თრომბოემბოლიით გართულება.

 


სისხლის საერთო ანალიზი გვაძლევს ინფორმაციას რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის ბაქტერიული გართულება, ხომ არ არის საჭირო, მკურნალობაში ჩაერთოს ანტიბიოტიკები და სხვა საშუალებები.

 


მესამე, სატურაციის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია, ბინაზე დატოვებულებში ეს არსად არ კეთდება, ეს მოგვცემს საშუალებას, განისაზღვროს, ბინაზე დატოვებული პაციენტი ჟანგბადდამოკიდებული ხომ არ არის. შესაძლოა, პაციენტი ვერ გრძნობდეს, რომ ჟანგბადდამოკიდებულია, შეიძლება თავისუფლად სუნთქავდეს, ეს ახასიათებს კოვიდს, მაგრამ სისხლში არ იყოს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა. ასეთი პაციენტები არიან მთავარი რისკის ჯგუფი დამძიმებისა და სიკვდილობისთვის. ასეთი პაციენტები დაუყოვნებლივ ბინიდან ჰოსპიტალში იქნებიან გადაყვანილი“, განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი