საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო საქართველოს კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი და გარანტირებული. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს შექმნით უშიშროების საბჭოს ორგანოს დუბლირების საკითხის კომენტირებისას.
მარგველაშვილის თქმით, ამავე დროს, პრემიერ-მინისტრს, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობს, სრული უფლება აქვს მთავრობას ორგანიზება გაუწიოს იმ ფორმატში, რომელიც მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.
"ამ შემთხვევაში, სირთულეს ვერ ვხედავ, რომ ერთის მხრივ, შენარჩუნებული იქნეს კონსტიტუციური ორგანო, სათათბირო ორგანო პრეზიდენტთან, ხოლო მეორეს მხრივ, პრემიერმა თავის კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზება მისთვის ხელსაყრელი ფორმით"- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების შიგნით არის გადანაწილება და ბალანსი, ეს კი ხშირ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ ფუნქციებს სხვადასხვა შტოები ასრულებს.
"კანონების მიმღები ძირითადი ორგანო არის პარლამენტი, მაგრამ ამავე დროს, კანონებს წერს მთავრობაც. ეს არის ამის მშვენიერი მაგალითი. ასევე, საზედამხედველო ფუნქცია ძირითადში მთავრობას გააჩნია, მაგრამ აგრეთვე დეპუტატებსაც აქვთ. ასე რომ, არ უნდა შეგვაშინოს იმან, რომ ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, გარკვეულწილად ერთნაირ საქმიანობას ახორციელებენ, თუმცა არსებულ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტის კომპეტენცები შეიცვალა და მას აღარ გააჩნია აღმასრულებელი ფუნქცია, ბუნებრივია, უშიშროების საბჭოს ის ფუნქციები, რომელიც სააკაშვილის დროს ფუნქციონირებდა შესაცვლელია" - განაცხადა მარგველაშვილმა.
კერძოდ, მარგველაშვილის თქმით, აღსანიშნავია კრიზისის ოპერატიული მართვის საკითხი, რომელთან მიმართებაშიც კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ანუ პრემიერ-მინისტრთან უნდა არსებობდეს. ეროვნული უშიშროების საბჭო კი, უფრო სტრატეგიული და გლობალური საკითხებით უნდა იყოს დაკავებული.
"ამ საკითხებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კონსტიტუციის ცვლილებამ გამოიწვია რიგი ცვლილებები სხვა კანონებშიც და შესაბამისად, ამას დასჭირდება დრო, რომ გადალაგდეს ეს საკითხები"- განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.