კახა კალაძე მერაბიშვილის განაჩენზე: ვფიქრობ, ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი
17-02-2014, 14:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

 

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ქვეყანაში დაწყებულია და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

 

 

"სასამართლო არის დამოუკიდებელი. მერაბიშვილის ბრალეულობაში საზოგადოებას ეჭვი ნამდვილად არ ეპარებოდა, თუმცა ჩვენ ყველანი ველოდებოდით, როგორ დასრულდებოდა გამოძიება. სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს გამოძიება, რაშიც მერაბიშვილს ბრალი ედება. ეს არის 26 მაისის თემა, გირგვლიანის მკველობასთან დაკავშირებული საქმე. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც დაწყებულია ქვეყანაში და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, სადაც კანონი ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა პიროვნებები რა თანამდებობაზე იმყოფებოდნენ, ყველა კანონის ფარგლებში უნდა მოიქცეს. ეს აროს პრინციპულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა კალაძემ.

 


ქუთაიასის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯა, კახეთის ყოფილ გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/270235-kakha-kaladze-merabishvilis-braleulobashi-sazogadoebas-etcvi-namdvilad-ar-epareboda.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი