ზვიად კვაჭანტირაძე: ჩვენნაირი საგარეო გამოწვევების მქონე არც ერთ ქვეყანას, საგარეო პოლიტიკის წარმართვისათვის ასეთი მწირი ბიუჯეტი არ გააჩნია
06-10-2015, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩვენნაირი საგარეო გამოწვევების მქონე არც ერთ ქვეყანას, საგარეო პოლიტიკის წარმართვისათვის ასეთი მწირი ბიუჯეტი არ გააჩნია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად კვაჭანტარაძემ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.


2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვისას კვაჭანტირაძე დაინტერესდა, რა სამუშაო წარიმართა ფინანსთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გრძელვადიან მივლინებებში მყოფი ქართველი დიპლომატების ფინანსურ-მატერიალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით.


ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ აუცილებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამივლინებო ხარჯების ზრდა, მაგრამ მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმ რესურსზე, რაც სახელმწიფოს გააჩნია. კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 2016 წლიდან დიპლომატების დაზღვევა განხორციელდება და ახლა მუშაობა სქემაზე მიმდინარეობს.


2016 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის პროექტით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 100 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი