კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 197 გამოვლინდა, აჭარაში – 620, იმერეთში – 438, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 859 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 54 852-ს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 754 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 39 773-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი, მათ შორის თბილისში – შვიდი ადამიანი, აჭარაში – ოთხი, იმერეთში – ოთხი, ქვემო ქართლში – ორი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 441 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში – 620, იმერეთში – 438, ქვემო ქართლში – 109, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 138, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 38, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 612.
„4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,თბილისის საავადმყოფოებში – 2 282, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტი გვყავს 585, მათ შორის, თბილისში – 278, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი – მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 98. 2 599 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 299 – აჭარაში, ხოლო 849 – თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 015 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში-1 346.
სულ 6 ოქტომბრიდან – 6 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 731 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 439 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 502 პირი, აჭარაში – 15 693, იმერეთში – 4 301“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.