დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის მიერ გასაჩივრებული 6 ოქმიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა.
"მოსამართლე ვალერიან ფილიშვილისგან, რომელმაც წინა წლის 20 ივნისის აქტივისტები პატიმრობაში ბითუმად შეუშვა, სხვანაირ გადაწყვეტილებას არც ველოდი. მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, რათა გამოჩნდეს, რომ სისტემას ეშინია გახსნას 1 ყუთიც კი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, რომ იქიდან არ ამოვიდეს ისეთი ჯინი, რომელიც წალეკავს ამ სისტემას. ვიცით, რომ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასაც არ მოჰყვება შედეგი, თუმცა, ჩვენი მიზანია კარგად გამოჩნდეს რამხელა უკანონობაზე წავიდა საოლქო კომისია, როგორ არის ეს სისტემა ერთმანეთზე გადაჯაჭვული და იცავს თუნდაც 1 უბნის შედეგებს" - განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროცესის დაწყების წინ ანა დოლიძე საქალაქო სასამართლოსთან პურით ხელში მივიდა და განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან სამართალი პურს მაინც შეჭამს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.