გრიგოლ ვაშაძემ მომიტინგეებს მიმართა: „შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალებში და ვუთხრათ, ან ისეთ ქვეყანას გიტოვებთ, რომელზეც ამ ტრიბუნაზე 1988-1989 წლებში მდგომი ხალხი ოცნებობდა, ან გიტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობს, საიდანაც თქვენ გაიქცევით“
08-11-2020, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ მიატოვოთ ეს საქმე იმიტომ, რომ სახლში მისასვლელები ვართ, შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალებში და ვუთხრათ, ან ისეთ ქვეყანას გიტოვებთ, რომელზეც ამ ტრიბუნაზე 1988-1989 წლებში მდგომი ხალხი ოცნებობდა, ან გიტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობს, საიდანაც თქვენ გაიქცევით“, მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.

 


„ქართული ოცნება“ პატრიოტიზმზე გველაპარაკება, არ ხართ თქვენ, ბატონებო პატრიოტები. პატრიოტი ის არის, ვინც სხვისი ოჯახის გაჭირვებას და სხვისი დედის ცრემლს, თავისად აღიქვამს. პატრიოტი ის არის, ვინც კაბინეტში რომ შედის, მზად არის ხალხის მოთხოვნისთანავე დატოვოს ეს კაბინეტი. პატრიოტი ის არის, ვისაც სჯერა, რომ სასამართლო უნდა იყოს ხალხის ნების გამომხატველი. იძახიან, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო, აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი. სასამართლო, კანონი, სამართალი მოქალაქეების ნების, მათი არჩევანის პატივისცემა, აი, რა გვჭირდება ჩვენ. ვინც დღეს აქ შეიკრიბა, ბატონო ხელისუფლება, შეხედეთ ამ ხალხს, პირბადით არის ყველა, იცავენ წესებს, მაგრამ მთავარი წესი რომ არ დააწესეთ, არჩევნები რომ არ უნდა გააყალბო? ვერც ერთი პარტია და ვერც მათი ერთობა ვერაფერს შეძლებს, თქვენ თუ არ დადექით მტკიცედ. არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ მიატოვოთ ეს საქმე იმიტომ, რომ სახლში მისასვლელები ვართ, შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალებში და ვუთხრათ, ან ისეთ ქვეყანას გიტოვებთ, რომელზეც ამ ტრიბუნაზე 1988-1989 წლებში მდგომი ხალხი ოცნებობდა, ან გიტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობს, საიდანაც თქვენ გაიქცევით“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი