ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ შეკრებილებს უთხრა: „რისი იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილს?! მას აქვს შუღლის, ჩვენი დაპირისპირების, უმოქმედობის და რეპრესიების იმედი“
08-11-2020, 16:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის, არჩევნებისთვის, რომელიც გადაწყვიტეს, რომ წაგვართვან, რაზეც ჩვენ ყველა, ამდენი ადამიანი ვეუბნებით არას. ვერ წაგვართმევთ. საქართველოს მართავს მოქალაქე, მოქალაქეების ნება და არავინ სხვა, – განაცხადა ვაკის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

 


„რისი იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილს?! მას აქვს შუღლის, ჩვენი დაპირისპირების, უმოქმედობის და რეპრესიების იმედი. გუშინ კიდევ ორი პოლიტპატიმარი დაემატა. ივერს, ნატალიას და რურუას კიდევ დაამატეს პოლიტპატიმრები. ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება, როდესაც ეს ადამიანები არიან მძევლები ბიძინა ივანიშვილის. არ შეგვიძლია უმოქმედობა, არც ჩხუბს ვაპირებთ, არც შუღლს, ვაპირებთ ერთიანად, პრინციპულად, შეუპოვრად, ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას.

 


დღეს ბიძინა ივანიშვილი გვატყუებს, თითქოს ჩვენ გვაქვს არჩევანი უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის, თითქოს ჩვენი თავისუფლება ჯანდაცვის ხარჯზე გადის. არ არსებობს არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც კოვიდის დამარცხება, არც განვითარება, არც განათლება, არანაირი პერსპექტივა თავისუფლების გარეშე, სწორედ ამიტომ, იმიტომ, რომ ეს პერსპექტივა ჩვენს შვილებს შევუქმნათ, ჩვენ მთელი საქართველო შევიკრიბეთ. აუცილებლად გამოვგლეჯთ ერთმანეთის მოფრთხილებით, ყველა წესის დაცვით გამოვგლეჯთ, სპეკულაციის საშუალებას არ მივცემთ და დავიბრუნებთ არჩევნებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

კომენტარები: 1
#1   ნიკანორი
      
რუსეთის რეჟიმის გაგრძელებააო - რომ იძახით ამ ბიძინაზე, ის ვისი რეჟიმის გაგრძელება იყო ფაბრიკები რომ რუსებს მიჰყიდეთ და მიწები კი თათრებს ? არ გაატრაკეს საქმე ამ რუსებით დაშინებით ? თქვენ რით ხართ რუსებზე უკეთესი - ესაა საკითხავი ჯერ !
10 ნოემბერი 2020 00:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი