ანა დოლიძე: ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ გავაშიშვლოთ სისტემა, რომლის ახალ სახეს მურუსიძე-ჩინჩალაძესთან ერთად თამარ ჟვანია წარმოადგენს
09-11-2020, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის მიერ გასაჩივრებული ოქმების განხილვა გრძელდება. დღეს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 16 საჩივარს განიხილავს. ანა დოლიძის თქმით, ფილიშვილისგან მას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს, თუმცა ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

 

 

„გვსურს ყველას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს დავანახოთ, თუ რა მასშტაბით გაყალბდა არჩევნები. ვალერიან ფილიშვილისგან არ ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა აქ მოსვლით ვამტკიცებთ, რომ სისტემას ეშინია გადათვალოს დიდუბე-ჩუღურეთის 1 უბნის მონაცემებიც კი, რათა არ გამოჩნდეს ის, რაც დავინახეთ საბურთალოზე და სამგორში. უამრავი ხმა, განსაკუთრებით ახალი ძალების, გადაყრილია ბათილ და განადგურებულ ბიულეტენებთან ერთად. ამიტომ, ამ პროცესს ბოლომდე მივყვებით, რათა გავაშიშვლოთ ის სისტემა, რომლის ახალ სახეს მურუსიძე-ჩინჩალაძესთან ერთად  თამარ ჟვანია წარმოადგენს“ - განაცხადა დოლიძემ.

 

 

ანა დოლიძის საჩივრების განხილვა საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბერს დაიწყო. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა, გასაჩივრებული 6 ოქმიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი