იაგო ხვიჩია: შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს
09-11-2020, 18:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ.

 

 

მისივე თქმით, „გირჩი“ რაიმე სახის დიალოგში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ სერიოზული საუბარი შედგება. ის აცხადებს, რომ „გირჩის“ დიალოგში მონაწილეობისთვის ამ პირობის დაკმაყოფილება აუცილებელია.

 

 

„ჩემი აზრით, დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ამას პირველივე დღიდან ვამბობთ. დიალოგის ალტერნატივა არის ჩხუბი, ჩხუბი ხომ არავის გვინდა? ამიტომ უნდა ვისაუბროთ. უბრალოდ, „გირჩის“ რამე დიალოგში ჩასართავად აუცილებელია ერთადერთი პირობის დაკმაყოფილება, სერიოზულობის, რომ დიალოგზე ვინც ზის და ლაპარაკობს, ის ხალხი მართლა ლაპარაკობდეს და სხვა რამეს არ ჰქონდეს იქ ადგილი. მგონია, რომ ერთადერთი ჩვენგან ეს კრიტერიუმი არის დასაყენებელი. წინა დიალოგი რომ სერიოზული იყო, ამიტომაც მივიღეთ შედეგი, რომ არჩევნებამდე მშვიდად მივედით. მას შემდეგ, რაც გამკაცრდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა, „ქართული ოცნება“ დასერიოზულდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 

როგორც ხვიჩია აცხადებს, ბოლო პერიოდში ხელისუფლების განცხადებები ძირითადად არასერიოზული იყო.

 

 

„ამ შემთხვევაში, მთელი ეს პერიოდი რა განცხადებებიც გაკეთდა, არის არასერიოზული. სამეგრელოში იციან გამოთქმა, ენა სველზე არის და ყველაფერს ილაპარაკებსო, ძირითადად ხელისუფლების განცხადებები ბოლო პერიოდში ასეთი იყო და თუ სერიოზული იქნება, რა თქმა უნდა, უნდა დავილაპარაკოთ. ზოგადად მე მაქვს მოლაპარაკების და მოლაპარაკების მშვიდობიანად ჩავლის იმედი, მართლა მაგიტომ ვმონაწილეობ ამ ყველაფერში, მაგის რომ არ მჯეროდეს და ვიცოდე, რომ საბოლოო ჯამში ქუჩაში ბრძოლა ერთადერთი გამოსავალია, მაშინ სხვანაირად მოვიქცეოდი. ასევე მაქვს წინა გამოცდილებების იმედი, რომ ჩვენ გვჭირდება შუამავალი ერთმანეთთან დალაპარაკების დროს, სამწუხაროდ, ეგეთი ხალხი აღმოჩნდა ხელისუფლებაში, რომ არავისთან შეუძლიათ პირდაპირ ლაპარაკი, გარდა საერთაშორისო ფასილიტატორებისა, მაშინ ეს უნდა გამოვიყენოთ. ლაპარაკს ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენი პარტია ამაზე დგას, გვინდა, რომ ყველა გაუგებრობა ლაპარაკით წყდებოდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 

მან ასევე განმარტა, რა იყო „გირჩის“ მოთხოვნა. ხვიჩიას თქმით, ითხოვდნენ საჩივრების ისე განხილვას, რომ მეორე ტურს აზრი ჰქონოდა.

 

 

„ჩვენი მოთხოვნა ოდნავ განსხვავებული იყო დანარჩენი ოპოზიციური სპექტრისგან, რამდენი მოგვპარეს არავინ იცის, ამის აღდგენა ძალიან რთულია. ვითხოვდით, ისე განვიხილოთ საჩივრები ნებისმიერი წესით, რომ მეორე ტურში გასვლას ჰქონდეს აზრი, მეორე ტურში როგორი შედეგითაც უნდა დამთავრდეს, ყველანი შევიდეთ და ერთი წლის ფარგლებში ჩავატაროთ ახალი არჩევნები, როცა ტემპერატურა დაიწევს, რომ ყველა მხარემ სახე შეინარჩუნოს და გაყალბებული არჩევნების სირცხვილი ჩამოვირეცხოთ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, რომელსაც ამის შემდეგ სერიოზულად აღარავინ შემოგხედავს, გავხდებით ის ქვეყანა, სადაც არჩვენებით არ იცვლება ხელისუფლება, ეს სხვა რამეს ნიშნავს – სიღატაკეს და უპერსპექტივობაში ცხოვრებას. არავის უთქვამს, არც ხელისუფლებიდან, არც ოპოზიციიდან, რომ ჩვენ სისულელეს ვლაპარაკობთ, უბრალოდ აზრი მაინტერესებს, შეიძლება, გადავიფიქრო, ჯიუტი კი არ ვარ. თუ მეუბნებიან, რომ სხვა რაღაც უფრო სწორია და უკეთეს შედეგს მოიტანს, რა თქმა უნდა, მადლობას ვეტყვი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი