საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს საქართველოში ფრონტის ხაზის მაქსიმალური გაფართოებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მას უკან დასახევი არ აქვს და „ყველაფერზე წამსვლელია“.
როგორც მან „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვაში განაცხადა, იგი ვერასდროს ვერ შეეგუება ნოე ჟორდანიას როლში ყოფნას, რომ „მთელი ცხოვრება აფსაიდში“ იყოს საქართველოს გარეთ.
„რაც შეეხება ჩემს ჩამოსვლას, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მათი შესვლა და ლეგალიზაცია პარლამენტის. მე ვიხილავ ამ საკითხს, რომ გამოვაცხადო თარიღიც მანამდე, ავიღო თვითმფრინავის ბილეთი, ჟურნალისტებთან, პარლამენტის წევრებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის და მე არაფრის არ მეშინია. თუ იმ დროისთვის ქართველი ხალხი მოარყევს მათ იმდენად, რომ ვერ გაბედონ ჩემი დაპატიმრება, ძალიან კარგი, უფრო ადვილი იქნება. თუ არადა, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არაფრის არ მეშინია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამან ხელი შეუწყოს საერთო ბრძოლას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი თანამდებობა არ მსურს, რაც არ უნდა შემომთავაზონ გამარჯვების შემთხვევაში, და გამარჯვებაში, თუ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა, მე ეჭვი არ მეპარება, მე ვიტყვი უარს, მაგრამ მე მინდა ვიყო ჩემი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე. მე მინდა ჩემს ვენახში დაბრუნება. ჩემთვის უმძიმესი რაღაცაა, რომ რვა წელი თითქმის ოლიგარქი არ მიშვებს იმ ქვეყანაში, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, რომელსაც ვატარებ გულთან და რომელიც... ყოველთვის ვფიქრობდი ჟორდანიას მთავრობა როა ისე, მთელი ცხოვრება იცხოვრეს საფრანგეთში და ვერასდროს ვერ დაბრუნდნენ საქართველოში და რა ტრაგედია იყო. მე მახსოვს კარგად, ალექსანდრე სულხანიშვილი რომ ჩამოვიდა, ერთადერთი კაცი გადარჩა მათგან, 95 წლის იყო, რამხელა ემოცია იყო ჩემთვის. მე ახლა უცებ აღმოვჩნდი ასეთ მდგომარეობაში. ნამდვილად არ ვაპირებ ამას კიდევ ვუყურო. თქვენ რა, სერიოზულად ფიქრობთ ივანიშვილო, რომ მე ამას შევეგუები, რომ ნოე ჟორდანიას როლში აღმოვჩნდე? რომ მთელი ცხოვრება აფსაიდში ვიყო ჩემი ქვეყნის გარეთ? რა თანამდებობაც არ უნდა მომცენ და შემომთავაზონ უკრაინაში, ამერიკაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში? და რა შემოსავლებიც არ უნდა გამიჩნდეს და რა... ასე კარგად, მატერიალურად არასდროს არ ვყოფილვარ, არც პრეზიდენტობის დროს და არც ისე. შენ სერიოზულად ფიქრობ, რომ მე იმას შევეგუები, რომ მე ჩემს ქვეყანაში სიცოცხლის ბოლომდე არ დავადგა ფეხი? ახლა, როგორც მე წამართვეს ჩემი სამშობლო, ასე გართმევენ თითოეულ თქვენგანს. ამიტომ მე აღარა მაქვს უკან დასახევი და ყველაფერზე წამსვლელი ვარ“, განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.