სააკაშვილის განცხადებით, პუტინმა დაიბარა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი უჩა მამაცაშვილი და მოსკოვი ითხოვს, რომ არანაირი ახალი ფერადი რევოლუცია საქართველოში არ მოხდეს და საჭიროა ბრუტალური ზომების მიღება
10-11-2020, 01:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბაიდენი არის ძალიან ცუდი ნიუსი პუტინისთვის და მისი აშშ-ის ხელისუფლებაში მოსვლით ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვისას, დასმული კითხვის - რა შეიცვლება ბაიდენის მოსვლით? - საპასუხოდ.

 


როგორც იგი ირწმუნება, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს, უჩა მამაცაშვილს კრემლმა დავალება მისცა, „რომ არანაირი ახალი ფერადი რევოლუცია საქართველოში არ მოხდეს“.

 


„გუშინდელი დარბევა არ იყო შემთხვევით. გუშინ პუტინმა გამოაგზავნა, უფრო სწორად დაიბარეს უჩა მამაცაშვილი და სასწრაფოდ გამოატანეს ინსტრუქციები, რომ მოსკოვი ითხოვს, რომ არანაირი ახალი ფერადი რევოლუცია საქართველოში არ მოხდეს და საჭიროა მისაღები ბრუტალური ზომები. ეს არის პირდაპირი საოკუპაციო რეჟიმის გაგრძელება“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

 


სააკაშვილი მხარდამჭერებს საქართველოში ფრონტის ხაზის მაქსიმალური გაფართოებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მას უკან დასახევი არ აქვს და „ყველაფერზე წამსვლელია“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი