(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი შესაძლოა დეკემბერში შობის პერიოდში დატოვოს და უკან არასდროს დაბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ HuffPost-ი ტრამპის ყოფილ პირად ადვოკატზე და ერთ დროს მის განსაკუთრებით ნდობით აღჭურვილ პირზე, მაიკლ კოენზე დაყრდნობით წერს. მაგრამ, კოენის აზრით, ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ ტრამპი არ აპირებს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის აღიარებას.
„მე არ გამიკვირდებოდა, თუკი საერთოდაც არ იყოს არაღიარების სიტყვა“, უთხრა -MSNBC ის ალექს უიტს კოენმა კვირას. „ჩემი თეორიაა, რომ ქრისტეშობის პერიოდში იგი გაემგზავრება მარ-ა-ლაგოში და არ მჯერა, რომ ვაშინგტონში დაბრუნდეს. ვფიქრობ, ის დარჩება მარ-ა-ლაგოში ინაუგურაციის პერიოდამდე“.
კოენმა დაამატა, რომ მოსალოდნელია, ტრამპი არ დაესწროს ინაუგურაციას. „იგი წაგებულია და ეს მას კლავს“.
„დონალდ ტრამპს არ შეუძლია იმ ფაქტის მიღება, რომ მან წააგო. მისთვის, ‘ლუზერის’ დაძახება ყველაზე საშინელი რამ არის მსოფლიოში, რაც კი შეიძლება მას უწოდო“.
შედეგად, კოენის აზრით, ტრამპი, ოფისისის დატოვების შემდეგ არჩევნების შედეგების შესახებ სასამრთლოში ბრძოლას განაგრძობს, რომ ზიანი მიაყენოს ახალ ადმინისტრაციას.
„იგი თავის საკუთარ მედია კომპანიას წამოიწყებს“, პროგნოზირებს კოენი და შენიშნავს, რომ მას ამის გაკეთება 2015 წელს უნდოდა.
კოენი კონგრესისთვის ტყუილის თქმისა და ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფინანსური დარღვევებისთვის ცნეს დამნაშავედ და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ციხიდან მიმდინარე წლის დასაწყისში გაათავისუფლეს და კორონავირუსის პანდემიის გამო, შინაპატიმრობაში განაგრძობს სასჯელის მოხდას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.