სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებულ სუბსიდიას მიმდინარე თვიდან განახორციელებს. დედაქალაქის მოსახლეობის ყველა სხვა აბონენტს, სუბსიდია იგივე რაოდენობით დაერიცხებათ, როგორც ეს 2015 წლის იანვარ-მარტში განხორციელდა - თვეში 20 ლარის ოდენობით. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"როგორც იცით, ისევე როგორც საქართველოს რეგიონებში, დედაქალაქში გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი, მოხდა მისი კორექტირება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს ერთეულს, გარდა იმისა, რომ მათ 2015 წლის იანვრიდან კომუნიკალური ვაუჩერის ღირებულება გაუორმაგდათ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ ასევე კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.