სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი განცხადებას ავრცელებენ
10-11-2020, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი განცხადებას ავრცელებენ. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყებები მოუწოდებენ ყველას, „თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის“.

 

 

„27 სექტემბერს არცახის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც უპრეცედენტო იყო, მასში ჩართული ძალებისა და შეიარაღების ტიპების კუთხით. ეს უპრეცედენტო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენი არმია ფაქტობრივად ებრძოდა არა მხოლოდ 10 მილიონიან აზერბაიჯანს, არამედ თურქეთს, რომელიც არაპირდაპირ იყო ჩართული საომარ პროცესებში და აზერბაიჯანს პოლიტიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ თანადგომას უცხადებდა. ასევე, ვიბრძოდით რამდენიმე ათასი დაქირავებული ტერორისტის წინააღმდეგაც.

 

 

ჩვენმა არმიამ ამ პირობებშიც გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და არ შეეძლო, რათა წინააღმდეგობა გაეწია მოწინააღმდეგისთვის. სომხეთის არმიის თითოეულმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა და გენერალმა მაქსიმუმი გააკეთა სამშობლოს დასაცავად. ამ ომმა წაგვართვა საუკეთესო შვილები, რომელთა ხსოვნაც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.

 

 

ყოველი თქვენგანი დარწმუნებული უნდა იყოს და მცირედი ეჭვიც არ უნდა გაჩნდეს, რომ ჩვენმა არმიამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და არ შეეძლო.

 

 

მაგრამ დადგა დრო, რომ შეგვეწყვიტა სისხლისღვრა. სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მივიდა შეთანხმებამდე, რომლის შინაარსიც უკვე იცით. ომი სრულად არ დასრულებულა და არცახში საომარი მოქმედებები გრძელდება. ჩვენ ვიცავთ და ვალდებული ვართ, შევასრულოთ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები. ჩვენ ვალდებული ვართ, ვიპოვოთ ჩვენი გმირების ყველა ცხედარი. ომი მთავრდება, არმიამ თავისი საქმე გააკეთა და აგრძელებს ამის კეთებას თავდაუზოგავად.

 

 

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც სახელმწიფოებრიობას ძირს გამოუთხრის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი