(GUARDIAN.GE) - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ ხელმოწერილი შეთანხება „ისტორიული მნიშვნელობისაა“ და ეს სომხეთის „კაპიტულაციას“ ნიშნავს.
სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით კი, სამხედრო კონფლიქტის დასრულების გადაწყვეტილება „საბრძოლო მდგომარეობის ღრმა ანალიზისა და ამ სფეროს საუკეთესო ექსპერტებთან განხილვების“ შედეგად მიიღეს.
„ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც დამარცხებაა მანამ, სანამ შენ საკუთარ თავს დამარცხებულად არ მიიჩნევ“, განაცხადა ფაშინიანმა.
მთიანი ყარაბაღის სომეხმა ლიდერმა, არაიკ ჰარუტუნიანმა თქვა, რომ მან თავისი თანხმობა მისცა იმის თაობაზე, რომ „რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი“.
სომხური მედიის ცნობით, ერევანში, შეთანხმების დოკუმენტის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი პარლამენტის და მთავრობის შენობებში შეიჭრნენ და გაჰყვიროდნენ: „ჩვენ არ დავნებდებით“.
სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეთანხმებას „წარმოუდგენლად მტკივნეული“ უწოდა, როგორც მისთვის, ისე სომეხი ხალხისთვის.
შეთანხმებაზე ხელმოწერა აზერბაიჯანსა და ეთნიკურ სომხებს შორის 6-კვირიანი ბრძოლის თავზე მოხდა. მთიანი ყარაბაღის რეგიონი საერთაშორისო სამართლის მიხედვით აზერბაიჯანის ტერიტორიადაა მიჩნეული, მაგრამ 1994 წლიდან რეგიონს ეთნიკური სომხები მართავენ. სექტემბერში საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის არაერთ შეთანხმებას მოეწერა ხელი, მაგრამ ამ დრომდე ყველა მათგანი ფარატინა ფურცელი აღმოჩნდა.
სამშვიდობო შეთანხმება სამშაბათს, ადგილობრივი დროით 01:00 საათიდან შედის ძალაში. ახალი გარიგების მიხედვით, აზერბაიჯანი დარჩება მთიანი ყარაბაღის იმ ადგილებში, რომელიც კონფლიქტის პერიოდში აიღო. სომხეთი დათანხმდა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში გაიყვანოს სამხედრო ძალები რამდენიმე მომიჯნავე ტერიტორიიდან.
სატელევიზიო ონლაინ მიმართვისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზის პატრულირების განხორციელების მიზნით იქ რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდებიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სამშვიდობო პროცესში 1 960 სამხედრო პირი იქნება ჩართული.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რომელიც პუტინს მიმართვისას შეუერთდა, თქვა, რომ სამშვიდობო პროცესში თურქებიც ჩაერთვებიან.
პრეზიდენტმა პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება სამხედრო ტყვეების გაცვლას და „ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კონტაქტების აღდგენას“ მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.